როგორ შუქდება რუსეთში პანდემია
(COVID 19)

როგორ აშუქებდა

COVID 19- რუსული მედია

რუსეთი, როგორც საბჭოთა კავშირის მემკვიდრე სახელმწიფო, პანდემიებსა და ვირუსებს ებრძვის, როგორც სსრკ. წარსულის გამოცდილება რუსეთისათვის კარგ მაგალითად იქცა სიტყვის თავისუფლების შესაზღუდად და პროპაგანდისტული მესიჯების გასაჟღერებლად. შეიცვალა მხოლოდ დრო, თუმცა კრიზისულ სიტუაციებში რუსეთის ქმედითი ნაბიჯები ახლაც

ჰგავს სსრკ-ს პერიოდში განხორციელებულ ქმედებებს.

კორონა პანდემიის პერიოდში, ჩინეთის გარდა, სახელმწიფო მედიის საქმიანობაში ჩაერია რუსეთიც. კრემლისტური მედიები თავდაპირველად კორონავირუსს აშუქებდნენ, როგორც უბრალო ვირუსს, პნევმონიას, რომლის ლეტალობა ბევრად ნაკლებია, ვიდრე სხვა სეზონური ვირუსებისა. აქტუალურ საკითხად განიხილებოდა ეკონომიკური საკითხები; შუქდებოდა, რომ ვირუსი რუსეთს არ ემუქრებოდა; თოქ-შოუებში იწვევდნენ ვირუსოლოგებს, ექიმებსა თუ ჩვეულებრივ მოქალაქეებს, რომელთა გზავნილი ერთმნიშვნელოვნად პროპაგანდისტულ ხასიათს ატარებდა. რუსეთში კორონას დადასტურების შემდეგ საინფორმაციო საშუალებებში გადმოსცემდნენ, რომ ქვეყანაში მედიცინის სფერო მზად იყო კორონავირუსთან საბრძოლველად. გზავნილების ავტორები იყვნენ ასევე პოლიტიკოსებიც, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ მთავრობა ეფექტურად მუშაობდა COVID-19 -ის წინააღმდეგ. ტელემედიები დრამატულ სურათს ხატავდნენ სხვა ქვეყნებში და გადმოსცემდნენ, რომ ამ მხრივ რუსეთში ბევრად კარგი სიტუაცია გახლდათ, ვიდრე სხვაგან.

ვიდეო: კორონა ვირუსის გაშუქება რუსულ მედიაში
ასევე რუსული მედია საშუალებები მოსახლეობაში მიზანმიმართულად აღვივებდნენ პანიკას; ცდილობდნენ მოსახლეობის ყურადღება შეთქმულების თეორიებზე გადაეტანათ. რუსეთს საქართველო და ლუგარის ლაბორატორია კორონას პერიოდშიც არ დავიწყებია. 26 ივნისს სახელმწიფოს ოფიციალურ საიტზე გამოაქვეყნეს მიმართვა, რომელშიც მოწოდებული იყო რომ ამერიკას შეეწყვიტა ბიოლოგიური იარაღის შექმნა კავკასიის რეგიონში. მოსკოვმა ოფიციალურად მოსთხოვა ლუგარის ცენტრს მიეღო რუსეთიდან დელეგაცია, რომელსაც უფლება ექნებოდა შეემოწმებინა ლუგარის ლაბორატორიის საქმიანობა.
ცხინვალის კგბ-მ გაავრცელა ვიდეო საქართველოს მოქალაქე ხვიჩა მღებრიშვილზე, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ღამურებზე დასაჭერად გადასვლა ედებოდა ბრალად, რათა შემდგომ ისინი თბილისში გაეყიდა.
სამხრეთ ოსეთის “კგბ-ს” მტკიცებით, რეგიონში მობინადრე ღამურებით დაინტერესებულია აშშ-ის დაფინანსებით აშენებული ლუგარის ბიოლაბორატორია.

ხვიჩა მღებრიშვილი
დეზინფორმაციის კანონი

პანდემიის პერიოდში რუსეთმა ვირუსთან ბრძოლა საინფორმაციო ბლოკადით გადაწყვიტა. დაბლოკა ალტერნატიული მედია საშუალებები და მოსახლეობას მხოლოდ კრემლისტური, პროპაგანდისტული მედია დაუტოვა ინფორმაციის მისაღებად. დეზინფორმაციის კანონი, რომელიც პუტინმა 2020 წლის 18 მარტს დაამტკიცა, მოიცავს ცენზურას, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას. ცენზურის დაწესების შემდეგ რუსეთის ტერიტორიაზე დაიბლოკა არაერთი ვიდეო და წაიშალა საიტები, რომლებშიც ხელისუფლების მიმართ კრიტიკა თუ ყალბი ინფორმაციის გამოქვეყნება ედებოდათ ბრალად.

ასევე საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ მედიასაშუალებებში გაშუქდა ინფორმაცია რუსეთის საავადმყოფოებში ექიმების გაურკვეველ ვითარებაში ფანჯრიდან გადმოვარდნის შესახებ.

როგორც ანასტასია ტენიშევა გვიყვება, რუსეთში დეზინფორმაციის კანონის მიღების შემდეგ დააჯარიმეს სხვადასხვა მედია საშუალება. ადამიანებს სურდათ საკუთარი აზრი დაეფიქსირებინათ, მაგრამ, სამწუხაროდ, ამის შესაძლებლობა არ ჰქონდათ, მათ შორის იყო ანასტასია ვასილიევაც, რომელიც საგამოძიებო ორგანოში ყალბი ამბების გავრცელების გამო დაიბარეს.



ინტერვიუ ჩაწერილია ონლაინ ფორმატში

მოსკოვი, რუსეთი.

ანასტასია ტენიშევა
ჟურნალისტი
ბევრი კანონი და შესწორება იქნა მიღებული მოქმედ კანონმდებლობაში, რომლებიც ჟურნალისტებისა და ბლოგერების წინააღმდეგ რეპრესიებს კიდევ უფრო ამკაცრებდა. მიზეზი ჩეჩნეთის პირველ ომში დამარცხება იყო, ხოლო მიზანი- საბჭოთა პროპაგანდის ტრადიციის აღდგენა. სისხლის სამართლის კოდექსის ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოყენება პუტინამდე იშვიათობას წარმოადგენდა, პუტინის დროს კი, პირველი დაკავებული ჟურნალისტებიც გაჩდნენ და ყოველწლიურად სისხლის სამართლის საქმეების რაოდენობამაც 60-80ს მიაღწია. რუსეთი ის იშვიათ ქვეყანაა, რომლის სისხლის სამართლის კოდექსშიც 6 მუხლია, რომელიც სჯის პირებს კონსტიტუციით გათვალისწინებილი სიტყვისა და წერის თავისუფლების გამო. რეპრესიული კანონების რაოდენობა უკვე ათზე მეტია, რაც რუსეთში პრაქტიკულად იმავე სიტუაციას ქმნის, როგორიც საბჭოთა კავშირში იყო. ერთადერთი განსხვავება ისაა, რომ საბჭოთა კავშირში ჟურნალისტები ციხეში არ ისხდნენ.

ოლეგ-სანდრო პანფილოვი

ჟურნალისტი

ჰიბრიდული ომის მკვლევარი, გიორგი ბუტიკაშვილი თავის ინტერვიუში გვიყვება, რომ რუსეთმა პანდემიის პერიოდი პროპაგნდისტული მესიჯების გასავრცელებლად გამოიყენა. როგორც ექპერტი ამბობს, ამ პერიოდში ის ინფორმაციები, რომლებიც რუსეთში ვრცელდებოდა ასევე ქვეყნდებოდა სხვა სახელმწიფოებში, მათ შორის საქართველოშიც, ინფორმაციის გამავრცელებლები, ძირითადად, კრემლისტური მედიასაშუალებების მოკავშირე მედიები იყვნენ. მკვლევარი ამობს, რომ დეზინფორმაციის კანონმა ქვეყანაში შეზღუდა სიტყვისა და გამოხატვით თავისუფლება. დაწესებულმა ცენზურამ ჩაახშო ოპონენტების აზრი და დევნა ისინი, როგორც ეს საბჭოთა კავშირში ხდებოდა.

გიორგი ბუტიკაშვილი
ჰიბრიდული ომის მკვლევარი
ავტორი

ნიკა რომანაძე
This site was made on Tilda — a website builder that helps to create a website without any code
Create a website